6-02-2020
ქალაქ ახალციხის მე-5 საბავშვო ბაღს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ესტუმრნენ, სასკოლო მზაობის ჯგუფს საჩუქრად წიგნები გადასცეს და აღსაზრდელებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მიულოცეს.
სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ პატარებს ზღაპრები და ლექსები წაუკითხეს.
წიგნის კითხვის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც გაიმართება, მათი მიზანი აღსაზრდელებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.