გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპანტები აფხაზეთში წელს 600-მდე სამხედრო სწავლებას გამართავენ

1-02-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფები, წელს 600-მდე ტაქტიკურ სწავლებას გამართავენ.

ამის შესახებ მედიას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა.


მისი თქმით, სამხედრო სწავლების ძირითადი ნაწილი „იქნება საშტატო იარაღიდან და სამხედრო ტექნიკიდან სროლების განხორციელება, ისეთების როგორებიცაა ჯავშანმანქანები 82А, უახლესი ტანკებიდან Т-72Б3, „გრადის“ ტიპის რეაქტიული სისტემებიდან, ასევე საზენიტო სარაკეტო კოპლექსებიდან "Оса-АКМ" და "Стрела-10“.


საშუალოდ ბაზის თითოეული სამხედრომოსამსახურე 2018 წელს საველე პირობებში სამ თვემდე გაატარებს.


მთელი წლის განმავლობაში ტაქტიკურ ღონისძიებებში ათასობით სამხედრომოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, ასევე სწავლებაში 500-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა ტექნიკა იქნება ჩართული.

pia