გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსეთი ცხინვალს უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ფინანსური მხარდაჭერისთვის იყენებს-სქემა უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაშიფრა

6-02-2020

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხრეთ ოსეთის გავლით აღმოსავლეთ უკრაინაში არაღიარებული რესპუბლიკების ფარული დაფინანსების მექანიზმი გამოავლინა.


უკრაინული ტელეარხის Громадское– ს ცნობით, ამ სქემის მონაწილეებზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს. მათ ბრალად მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებების დაფინანსება ედებათ.


უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთმა შექმნა სპეციალური ფინანსური ინსტიტუტები საკუთარ, ასევე უკრაინის დონბასის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელიც არ კონტროლდება უკრაინის მიერ და თანხებს რუსეთიდან იღებენ.


ფულადი გზავნილების დამალვის მიზნით, ისინი თავდაპირველად თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში იგზავნება. იქიდან კი – “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკში”.


უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ამ გზით რუსეთი “რესპუბლიკას” 30 მილიონი რუსული რუბლით [დაახლოებით 490 ათასი დოლარი] აფინანსებდა.


ამ საქმეზე უკრაინელმა სამართალდამცავებმა ძებნა “რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრზე” და “სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელზე” გამოაცხადეს.


ფული დონბასისთვის სამხრეთ ოსეთის გავლით – როგორ მუშაობს სქემა


რუსეთმა სრული ფინანსური კონტროლი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე აღმოსავლეთ უკრაინაში 2017 წლის გაზაფხულზე დაამყარა, მას შემდეგ, რაც კიევმა არაკონტროლირებად ტერიტორიებს სატრანსპორტო და სავაჭრო ბლოკადა დაუწესა, – წერს გამოცემა Спектр.


არაღიარებული სტატუსის გამო, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მთელი ფინანსური სისტემა იზოლირებული აღმოჩნდა და ვერ ახერხებს ინტეგრაციას ვერც საერთაშორისო და, სანქციების შიშით, ვერც რუსეთის ფინანსურ სისტემაში.


თუმცა რუსეთთან ვაჭრობა არათუ მიმდინარეობს, ყვავის კიდეც: როსტოვის რეგიონში, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკებს ესაზღვრება, 2014 წლიდან 2017 წლამდე სასურსათო საბითუმო კომპანიების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და პროდუქციის მიწოდებაში მონაწილე შუამავალი კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა.


სატრანსპორტო კომპანიების რაოდენობა კი 1.6-ჯერ გაიზარდა – ეს ზრდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკებთან ვაჭრობაზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.


ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მუშაობს შეზღუდული რაოდენობის კომპანიები, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებულები და ანგარიშწორებას სამხრეთ ოსეთის გავლით ახორციელებენ.


”რამდენჯერმე ვცადეთ საქონლის ყიდვა რუსეთში, მაგრამ ეს ჩვენთვის რთულია – უნდა გავხსნათ ანგარიში სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენც და რუსეთიც ვაღიარებთ. მთელ პროცედურას ჩვენთვის ორიოდე თვე სჭირდება.” – ჰყვება ვიქტორი, მეწარმე “დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან”.


საქონლის შეკვეთიდან ჩვენამდე მოტანას დაახლოებით სამი თვე დასჭირდებოდა. ჩვენც თავი დავანებეთ და ყველაფერს ადგილობრივი (დონეცკის) ბაზებიდან ვიღებთ, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ყველაფერი მოგვარებული აქვთ. ასეთი საბითუმო კომპანია აქ ცოტაა, ათზე მეტი არ იქნება.”


რუსეთსა და “რესპუბლიკებს” შორის ვაჭრობისთვის არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების შექმნის სქემა გამოიყენება.


თავიდან დონეცკის საწარმოებმა, როგორც უკრაინულმა იურიდიულმა პირებმა, ანგარიშები ამ ორგანიზაციებში გახსნეს. შემდეგ უკრაინამ ამ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა, რის შემდეგაც მოსკოვში “ანგარიშსწორების საერთაშორისო ცენტრი” შეიქმნა, “რესპუბლიკებთან” ანგარიშსწორება კი სამხრეთ ოსეთის გავლით დაიწყო.


უკრაინის არაღიარებულ რესპუბლიკებში არსებობენ იურიდიული ფირმები, რომლებიც მეწარმეებს რუსეთში ექსპორტში ეხმარებიან, ასევე – საწარმოების შექმნაში სამხრეთ ოსეთში ისე, რომ ამისთვის საწარმოს ხელმძღვანელის ჩასვლა ცხინვალში არც არის აუცილებელი.




jam-news.net