გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ

6-02-2020

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ. ამის შესახებ ამის შესახებ მათ მიერ "ჭავჭავაძის ცენტრის" სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ აპირებენ არცერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას და არც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე - ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე. ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, მარიამ გერსამია", - ნათქვამია განცხადებაში. 

pia