გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ს მენეჯმენტი გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია

6-02-2020

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ - დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებასა და იმ შესაძლებლობების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აქვს.


„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.


„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.


პრემიერის განცხადებით, ახალი რეფორმის თანახმად, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება - 2026 წლამდე გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. საუბარია 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, რითაც სამშენებლო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა დასრულდეს სამშენებლო ობიექტები, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება.


„ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტი იყო საკმაოდ ბევრი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.