გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეიდან შრომის ინსპექცია ობიექტებს ახალი წესისა და პირობების შესაბამისად შეამოწმებს

6-02-2020

ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე ინსპექტირების ახალი წესი და პირობები განისაზღვრა და დღეიდან, შრომის ინსპექცია შემოწმებას სწორედ ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს  შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ.  ეს ეხება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს, ამოცანებს და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებს და მიმართულებებს, ასევე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემის და შემოწმების აქტის შევსების წესებს.

"ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ", - აცხადებენ უწყებაში. 

pia