გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რა კავშირი აქვს სააკაშვილს და მის ყვარლის ვენახებს მეტროს სკანდალში გახვეულ "ყვარელრემმშენთან"

1-02-2018

სანამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობა "ნაცმოძრაობიდან" მეტროს სკანდალში გახვეული კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებდა და "ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელის მეზობლობას აბრალებდა, აღმოჩნდა,რომ სულაც არ იყო საქმე ისე, როგორც მათ "ეგონათ"...

ყვარელემშენის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე "ნაცმოძრაობის" ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან ყიდვა-გაყიდვით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაკავშირებული, როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და  ყვარელში ვენახებს იერთდებდა.

2011 წლის 16 სექტემბერს რადიო "თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "პრეზიდენტი ვენახში" ვკითხულობთ:

"პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ საფერავში მიხეილ სააკაშვილმა 33 ათასი ლარი გადაიხადა. იქვე აიშენა სახლი მარნით და ვენახის შეძენიდან სამი თვის თავზე წარჩინებულ აბიტურიენტებს წალამზე შემწვარი მწვადითაც გაუმასპინძლდა.

ყვარელში, დურუჯის მახლობლად, ლამიანში გაშენებული თამაზ ჯოხარიძის ნახევარი ჰექტარი საფერავი თხას ნამდვილად არ შეუჭამია. ვენახის ყოფილი მეპატრონის რძალმა ნელი ჯოხარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარიგება სამი თვის წინ შედგა: „ვალების გამო ჩემ მაზლს უნდოდა ვენახის გაყიდვა. ასე რომ, დაძალება არ ყოფილა. ეგ კი არა, ბევრ ჩვენ მეზობელსაც უნდა გაყიდვა. ამბობენ, ნეტა, ჩვენიც შეიძინოსო. ისე, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ყვარელი მოსწონს...“

შპს "ყვარელრემმშენი" ყვარლის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. მისი დამფუძნებლები იყვნენ თამაზი ჯოხარიძე, საწესდებო კაპიტალში 1200 ლარი შენატანით, და ოთარი ქანდაურიშვილი, საწესდებო კაპიტალში 800 ლარის შენატანით. შპს-ს იურიდიულ მისამართად დაარსებიდან დღემდე მითითებულია ყვარელში თამაზი ჯოხარიძის საცხოვრებელი სახლი.

საჯარო რეესტრის მიერ 2010 წლის 13 აპრილს გაცემული ამონაწერიდან ირკვევა, რომ ორივე პარტნიორის ქონება სრულადაა დატვირთული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით.თუმცა, საინტერესოა ერთი დეტალი. სააკაშვილისთვის ვენახის არც თუ ისე სარფიანად მიყიდვის შემდეგ, თამაზ ჯოხარაიძის ბიზნესის საქმე აშკარად წინ წავიდა და მისი კომპანია აგვისტოში უკონკურენტო ტენდერში ღირებულებით 296 000 ლარი ცნეს გამარჯვებულად შეთავაზებული ფასით 289 177 ლარად.

ვენახების გამყიდველი და კომპანიის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე ერთი და იგივე პირი რომ არის, შემდეგი დოკუმენეტებით დასტურდება:

 

საჯარო რეესტრში ჯოხარიძის მიერ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ფართით 57კვ.მ) საკუთრებად დარეგისტრირებიდან 5 საათში ნაკვეთის მესაკუთრე ხდება სააკაშვილი.

2014 წლის 7 აპრილს ორივე დაფუძნებელმა სრულად დათმო წილი გიორგი ჯოხარიძის სასარგებლოდ და ის ხდება შპს "ყვარელრემმშენის" მფლობელი და წილის 100%-იანი მმართველი. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის შპს-ს ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია და მისი ქონება არ იყო დაყადაღებული ან იპოთეკით დატვირთული. სწორედ გიორგი ჯოხარიძე დაიბარეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო.

უფრო ვრცლად იხილეთ საიტზე ipress .ge