გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა

6-02-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.


ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.


„ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლის დაცვა გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისაგან. სააგენტო აქტიურად ამოწმებს ყველის წარმოების, წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობის და რეალიზაციის ფაქტებს. სახელმწიფო კონტროლთან ერთად, მიმდინარეობს ბაზების შექმნა და ოჯახური წარმოების სუბიექტების გამიჯვნა არარეგისტრირებული მწარმოებლებისაგან. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების ინტერესების გათვალისწინება და კონკურენტული გარემოს შექმნა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობის დადგენილების - „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად ახორციელებს. დადგენილება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში.


2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.