გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს გაეცნენ

7-02-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები არსებითად გააუმჯობესა.

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომლებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ახალი დაზღვევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები: გაიზარდა ანაზღაურების ლიმიტი და ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება; არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები; გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურებაც; გაიზარდა აფთიაქების, მედიკამენტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.