გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7-02-2020

გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გელათის მონასტრის რესტავრაცია/რეკონსრუქცია რამდენიმე ეტაპად განხორციელა.

პირველ ეტაპის ფარგლებში განხორციელდა  გუმბათის და ქვების რესტავრაცია, ასევე გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია. ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის მშენებლობა.

პროექტი 2019 წლის სექტმებერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

"პია"