გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

7-02-2020

ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს როგორც ძირითად პარტნიორს რეგიონში - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი.

 

საქართველო აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.

ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს როგორც ძირითად პარტნიორს რეგიონში.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესისადმი. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატების აქტიურ მონაწილედ რჩება.