გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ ისევ შეიკრიბნენ

1-02-2018

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი მერიის შენობასთან მისვლას და აქციის განახლებას გეგმავენ.

„არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. ჩვენ აქ მუშაობის გარდა სხვა გზა არ გვაქვს“, - აღნიშნავენ ისინი.

რაც შეეხება მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოვაჭრეების ნაწილი შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს დასთანხმდა, გარემოვაჭრეები ამ ფაქტს „დადგმულ სპექტაკლს“ უწოდებენ.

გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მერის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მათი მტკიცებით, მერიას მათთვის სავაჭრო ფართები გამოყოფილი არ აქვს. თავის მხრივ, მერი ამბობს, რომ მათ სხვადასხვა ობიექტზე ფართები შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები უარზე არიან. გოგიას თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

რადიო "ათინათი"