გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

7-02-2020

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ უფრო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ კან­დი­დატ­თან ერ­თად, ბოლო დროს სო­ხუ­მის ე.წ. მერი კან კვარ­ჩი­აც გა­აქ­ტი­ურ­და, რო­მელ­მაც უკვე გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვილ­ზე.

ამა­სო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი იც­ვლე­ბა - ის ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზი უნდა იყოს, ჰქონ­დეს ე.წ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ფლობ­დეს აფხა­ზურ ენას და ასა­კით 35-დან 65 წლამ­დე იყოს.

"პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ველს წარ­სულ­ში სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, ასე­ვე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი წარ­სუ­ლი. ქვე­და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი 45 წლამ­დე უნდა გა­ი­ზარ­დოს", - წე­რენ აფხა­ზე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ლი­დერს ჰქონ­დეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აქვე დას­ძე­ნენ, რომ ახალ თა­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მას შემ­დეგ, რაც კვარ­ჩი­ამ "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, მის­კენ გა­და­ი­ხა­რა. რო­გორც აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ბოლო დროს აფხა­ზებ­ში არც ისე კარ­გი გან­წყო­ბაა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, კვარ­ჩი­ამ ბოლო წლებ­ში თავი იმით გა­მო­ი­ჩი­ნა, რომ 90-იან წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უნ­დო­ბე­ლი იყო ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა დახ­ვრე­ტაც არა­ერ­თხელ მოხ­და მისი მე­თა­უ­რო­ბით. ამის გამო, აფხა­ზი მე­ომ­რე­ბის აგ­რე­სი­აც კი და­იმ­სა­ხუ­რა, "რად­გან ტყვე­თა გაც­ვლა­ში ხელი ეშ­ლე­ბო­დათ".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კვარ­ჩია რაულ ხა­ჯიმ­ბას კან­დი­და­ტუ­რა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან სწო­რედ მისი "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" დროს და­ნიშ­ნეს მე­რად. პირ­ველ დღე­ებ­ში მან მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და უკა­ნო­ნო ნა­გე­ბო­ბებს, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებს (ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტილ სახ­ლებს), გა­რე­ვაჭ­რო­ბას, სო­ხუ­მის მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ბა­ზარს, კრი­მი­ნალს და სხვა პრობ­ლე­მებს ომი გა­მო­უ­ცხა­და, თუმ­ცა, "კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის" გარ­და, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი შეძ­ლო, რად­გან ქა­ლაქ­ში სწო­რედ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბით იშო­ვე­ბა ფული...

"ყვე­ლას გვახ­სოვს მისი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ქა­ლა­ქი ქა­ლაქს უნდა ჰგავ­დეს, უკა­ნო­ნო მი­შე­ნე­ბებ­სა და ფა­რე­ხებს და­ე­რია, სა­დაც ხალ­ხს სა­ვაჭ­რო ფარ­თე­ბი და სა­წყო­ბე­ბი ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში მცხოვ­რე­ბი სო­მე­ხი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი არ გახ­სე­ნე­ბია. ეტყო­ბა "არა­ფე­რი იცო­და" და "ვერც შე­ამ­ჩნია".

მა­თაც და­უ­ფა­სეს და ახლა გა­მა­ლე­ბუ­ლი უჭე­რენ მხარს, რო­გორც მთა­ვარ ლო­ბისტს. გა­მა­ლე­ბუ­ლი ცდი­ლო­ბენ ბჟა­ნი­ას მი­ნუ­სე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნონ და ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რი მო­ღა­ლა­ტედ გაგ­ვაც­ნონ, რად­გან ქარ­თულ მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზა­დაა", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ხა­თუ­ნა აგირ­ბა.

სხვე­ბის თქმით, "ცოტა ხან­ში, აფხა­ზეთ­ში მთა­ვარ აზრს სომ­ხე­ბი შექ­მნი­ან, რად­გან აფხა­ზე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან..."

ის, რომ ხა­ჯიმ­ბას სხვა ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბიც გა­ნუდ­გნენ, მა­შინ­ვე გა­ცხად­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­მურ ნა­და­რა­ი­ას ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც ხა­ჯიმ­ბას მთა­ვარ შეც­დო­მებ­ზე სა­უბ­რობს, მა­ინც ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნა­და­რია ახლა ცდი­ლობს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც იპო­ვოს ად­გი­ლი.

გა­მო­ცე­მა Абхаз Авто ტე­ლე­გა­და­ცე­მა Тет-а-тет-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ნა­და­რა­ია ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას სწო­რედ ხა­ჯიმ­ბას უკავ­ში­რებს:

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყრო­დან მოხ­ვდნენ. თუ ადრე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" პო­ლი­ტი­კის­გან შორს იყ­ვნენ, ახლა ისი­ნი პო­ლი­ტი­კის წარმ­მარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ამ სფე­რო­დან მათი გან­დევ­ნა არც ისე ად­ვი­ლია..." - აცხა­დებს ნა­და­რა­ია, რომ­ლის თქმი­თაც, 2014 წელს ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის "ხე­ლო­სუფ­ლე­ბის" სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა შეც­დო­მა იყო და ეს ხა­ჯიმ­ბამ უნდა აღი­ა­როს.

ნა­და­რა­ი­ას მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ასე ახ­სნეს:

"ის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ალექ­სნად­რე ან­ქვა­ბი კვლა­ვაც იბ­რუ­ნებს პო­ლი­ტი­კურ სა­და­ვე­ებს, რომ­ლის­თვი­საც ხელი არც არას­დროს გა­უშ­ვია, უბ­რა­ლოდ ახლა ცხა­დი ხდე­ბა, რომ ბოლო პრო­ცე­სე­ბის უკან ის იდგა, ნა­და­რი­ა­ია კი ცდი­ლობს მას თავი შე­ახ­სე­ნოს, რო­გორც გა­ლის რა­ი­ონ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კად­რი... იმე­დია, "რკი­ნის ალი­კას" ალღო არ და­უ­კარ­გავს და გა­იძ­ვე­რე­ბის ამოც­ნო­ბა ისე მისი ძლი­ე­რი მხა­რეა...", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".

ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ ამოხ­სნა, მა­ინც სად გა­დის ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის ზღვა­რი აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მას წლე­ბია მუდ­მი­ვი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავს, რო­მე­ლიც მის ყვე­ლა არას­წორ ნა­ბიჯს აპ­რა­ვებს, მათ შო­რის, "ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­საც...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და ას­ლან ბჟა­ნია მო­ლა­პა­რა­კე­კებს მარ­თა­ვენ. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­ზე­თო გა­მო­ცე­მა "Чагемская правда "-ს ცნო­ბით, ან­ქვა­ბი და ბჟა­ნია აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - "დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­უ­ბა­რია, ქარ­თულ მხა­რეს­თან ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც, რაც ქვე­ყა­ნას სა­სი­ცო­ცხლოდ სჭრ­დე­ბა".

ambebi.ge