გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შორის გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას

7-02-2020

უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პროაქტიულად აგრძელებს საჭირო ზომების მიღებას თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სააგენტოები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ უვიზო მიმოსვლის საკითხზე და საჭირო ზომების მიღების მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის კუთხით.

ანგარიშში აღნიშნულია 2019 წლის ივლისში, საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო აგრძელებს მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას; დაწყებულია მსჯელობა 2020 წლის შემდგომი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე.

ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ დაასრულა 2019 წლის მიგრაციის პროფილი და შეინიშნება შემდგომი პროგრესი ერთიანი მიგრაციის ანალიტიკური სიტემის მიმართულებით (რომელიც ნაწილობრივ მოქმედია).

ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.