გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გზავნილები ხურვალეთიდან ხელისუფლების

1-02-2018

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ. აქ მცხოვრები პირები ამბობენ, რომ ამ დრომდე თემს მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელიც კი არ ჰყავს.

მაცხოვრებლები სათემო ცენტრში შეიკრიბნენ და ის საჭიროებები ჩამოწერეს, რომლის მოგვარებასაც ითხოვენ. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

დევნილებს სასმელი წყლის, ტრანსპორტის და სველი წერტილების პრობლემა აწუხებთ.

მათი განმარტებით, ჩასახლებაში არსებული სასმელი წყალი დაბინძურებულია და სანიტარულ შემოწმებას პერიოდულად საჭიროებს. ასევე, დასახლებაში არ აქვთ აბაზანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მათთვის მიუღებელი განრიგით მოძრაობს.

დევნილები მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას სწორედ დასახლებაში ითხოვენ.

საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"