გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქარიშხალის გამო ქვეყნის მასშტაბით საგანგები სიტუაციების სამსახურში 64 შეტყობინება შევიდა

9-02-2020

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინებაა შესული.

შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.