გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: პირადი შტაბის გახსნა "ნაციონალური მოძრაობის" დასახმარებლად ჩემს პირად ჩართულობას ნიშნავს

10-02-2020

"ეს ნიშნავს ჩემს პირად ჩართულობას, რათა პირველ რიგში დავეხმარო "ნაციონალურ მოძრაობას", სხვა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებს და არამხოლოდ ოპოზიციურს", - ამის შესახებ ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" პირადი შტაბის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს გადარჩენაში მოკრძალებული წვლილის შეტანა სურს.

"ეს ნიშნავს ჩემს პირად ჩართულობას, რათა პირველ რიგში დავეხმარო "ნაციონალურ მოძრაობას", სხვა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფს და არამხოლოდ ოპოზიციურს. ზოგადად უამრავ სტარტაპს, რომელიც ჩნდება და ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა გადაარჩინონ. წელს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამხელა გამოწვევა საქართველოს ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია. წყდება იმის ბედი ჩვენი ქვეყანა გადარჩება თუ არა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. საქართველოს ყველა პატრიოტი, ვისაც უყვარს და სჯერა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი და შეიძლება იყო ძალიან მაგარი ქვეყანა, უნდა გავერთიანდეთ. მეც ჩემი მოკრძალებული წვლილი მინდა შევიტანო ამაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე სააკაშვილის განცხადება ხომ არ ნიშნავს უკრაინულ პოლიტიკასთან დამშვიდობებას - ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა-საქართველო ყოველთვის გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, თუმცა ამ შემთხვევაში მისი კონცენტრაცია საქართველოსკენ არის მომართული.

"საქართველოს ახლა სჭირდება გადარჩენა. გუშინ ვიღაცებმა თქვეს, რომ ვაიმე რა ცუდია ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნა. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არის ჩემი ფილოსოფიის გამოხატულება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ივანიშვილის ფილოსოფიისგან. ივანიშვილი მილიარდერია, მე რა თქმა უნდა მილიონებიც არ მაქვს. როდესაც ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებდი, შემომთავაზეს ჩემთვის სადმე სახლი ეყიდათ, კონკრეტული შემოთავაზება იყო საფრანგეთში. ვთქვი,  რომ არ მჭირდებოდა არანაირი ძვირადღირებული ვილა, მე მჭირდება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც მოემსახურება არა სააკაშვილს და მის ოჯახს, არამედ მოემსახურება ქართველ სტუდენტებს", - განაცხადა "მთავარის" ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" პირადი შტაბის გახსნა დააანონსა.

პია