გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია ჩემთანაა დაკავშირებული

10-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ მას უკავშირდება. ამის შესახებ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, ყველაზე მეტად ხარჯავს რესურსებს პროპაგანდისთვის ჩემთან საბრძოლველად, თავის რუს პატრონებთან ერთად. მან ძალიან კარგად იცის, რა საფრთხეს წარმოვადგენ მისთვის.

ჩემი მთავარი ძალა იმაშია, რომ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ ჩემთანაა დაკავშირებული, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

imedinews.ge