გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარის წმენდას დილიდან ახორციელებს

10-02-2020

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარის წმენდას დილიდან ახორციელებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11, ქედაში 17, შუახევში 20, ხულოში 19, ქობულეთში კი 14 ერთეული მძიმე ტექნიკა ატარებს გზის გაწმენდით სამუშაოებს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარი და დაქირავებული 81 ერთეული ტექნიკით შეასრულებს გაწმენდით სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 8 ერთეული ტექნიკის მობილიზება.სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე შეფერხება არ ფიქსირდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე ხულოს შუახევისა და ქედის სოფლებში გზის გაწმენდით სამუშაოებს ესწრებოდნენ, ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტებში არსებული შტაბების მუშაობას და მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ.

პია