გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: 100/50 არის ოპტიმალური მოდელი და ეს ვარიანტი ჩვენ გვაძლევს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში გატანის საშუალებას

10-02-2020

„100/50 არის ოპტიმალური მოდელი და ეს ვარიანტი ჩვენ გვაძლევს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში გატანის საშუალებას. ჩვენ პროპორციულის შემთხვევაშიც ვიღებთ ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში პრინციპული. პრინციპული არის ის, რომ გატანადი უნდა იყო საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.


მისივე განმარტებით, 100/50-ზე მოდელი უფრო მეტად პროპორციულია და აქ არსებითი არის ის, რომ ვერც ერთი პარტია ამ მოდელის პირობებში ვერ იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.


„ამ მოდელის პირობებში 113 მანდატის მიღების პრაქტიკული რესურსი უკვე აღარ არსებობს, მაშინ როდესაც 77/ 73-ი ს პირობებში, იმ სურათით რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არის პრინციპული განსხვავება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ მოდელს ასე და პრაგმატულად უნდა აწონ-დაწონოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.