გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უდუმაშვილი სააკაშვილის შტაბზე: ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი

10-02-2020

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ​მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ შტაბის შექმნის მთავარი მიზანი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებაა.

როგორც უდუმაშვილმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განმარტა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და პროპორციული არჩევნების საკითხი ქვეყნის მომავალს წყვეტს.

“რაც შეეხება შტაბს, ეს გარკვეულწილად იქნება მიზიდულობის ცენტრი იმ ხალხისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში ჩართული არ არის, მაგრამ სურს პოლიტიკაში ჩართვა. განსაკუთრებით იგულისხმება ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძლიერებულნი არიან. სწორედ ასეთი ახალგაზრდების მოზიდვაა მნიშვნლოვანი შტაბში. რომ აქტიურად ჩაერთონ”,-ამბობს უდუმაშვილი

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი დასძენს რომ “კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თვლის რომ დღეს ფრონტის ხაზი გადის ივანიშვილის დამარცხებაზე”

ipress