გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჩარკვიანი: სად არის გადასაგდები, სააკაშვილის ტიპის და განათლების პოლიტიკოსი?!

10-02-2020

“კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი TV პირველის ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, გამოეხმაურა, სადაც ის “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე შტაბის შექმნას გულისხმობს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ყველა ნიჭიერი პოლიტიკოსი, მოქალაქე უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის.

“ჩვენ არ ვართ უნიჭო ხალხი. უნდა მოვახერხოთ რომ ნიჭიერი, ნიჭით სავსე პოლიტიკოსები, მათ შორის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი არის. გამოყენებული ქნეს სწორედ.

“ნაიონალური მოძრაობა” იქნება “კანონი და სამართალი” იქნება, დასავლური ვექტორის ვინც გნებავთ იმ პარტიებიდან შეიკრას, გავაკეთოთ ისეთი სისტემა, სადაც მონოპოლიზირებული არ იქნება არვინ. საშიში სისტემა არ იქნება. ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთა.

სად არის გადასაგდები, სააკაშვილის ტიპის და განათლების პოლიტიკოსი?! ეს არის დიდი სისულელე! სწორი ფორმა უნდა მოვნახოთ”,-ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

“პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა”

ipress