გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრობლემები დიდთოვლობის გამო - ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა

10-02-2020

დიდთოვლობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა.

პრობლემებია გზებზე, ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა და მოქალაქეებს ღამის თევა მანქანებში უწევთ და რამდენიმე დღეა გზაზე სატვირთოებს არ ატარებენ.

უკვე მეოთხე დღეა მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. მათ საკვების მარაგიც  გამოელიათ და დახმარებას ითხოვენ.

გზა ამ დროისთვის მხოლოდ ჯვრის უღელტეხილამდეა გაწმენდილი, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მაინც მიმდინარეობს, რათა გზები სრულად გათავისუფლდეს.

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან აჭარაშიც. სულ 84 ერთეული სპეცტექნიკა არის მობილიზებული, რომელიც გზას ამ დრომდე წმენდს.

rustavi2