10-02-2020
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი სოფელ ჩოლობარგში, ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებული, კალანდარიშვილების ოჯახს ესტუმრა.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად საკვამურში გაჩენილი ცეცხლი სახელდება.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მერია ოჯახს ქირავნობის პროგრამაში ჩასვამს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.
სოფელ ჩოლობარგში ასევე საკრებულოს დეპუტატი ზაზა წულაძე და მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე იმყოფებოდნენ.