გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა გაბუნია: ახალი ინიციატივა იმ სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ განახორციელა 

10-02-2020

„ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა ლოგიკური გაგრძელებაა იმ სამუშაოსი, რომელიც ხელისუფლებამ, კონკრეტულად დედაქალაქის მერმა და მერიამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მწყობრი სამშენებლო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის განახორციელა“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ  ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დედაქალაქში და არა მხოლოდ მასში, დაუმთავრებელი საცხოვრებელი შენობების დასრულებას.

მისივე თქმით, ეს არის პასუხი და გაგრძელება, ამჯერად საკანონმდელო დონეზე, იმ რეფორმების, რომელსაც დედაქალაქის მერია ძალიან წარმატებულად ახორციელებს ბოლო წლებში და ამ წარმატების ინდიკატორია, მათ შორის, ის სირთულე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დედაქალაქში სამშენებლო ნებართვების, სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებით.

„აბსოლუტური არათანმიმდევრულობა, გაუაზრებლობა, დაუსაბუთებლობა და ნებისმიერი სხვა სინონიმი შეიძლება გაგვახსენდეს, როდესაც ვლაპარაკობთ წარსულის თბილისზე და იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ამ პოტენციალის ვიწრო  პოლიტიკური კლანის მიერ კონკრეტული ამოცანების სრულყოფისათვის  გამოყენება. და მივიღეთ ის იერსახე, რაც მივიღეთ. წინა ხელისუფლების თბილისის მერიის მენეჯმენტის სახეები ჩანს იმ დაუსრულებელ შენობებში, იმ ადამიანების სახეები ჩანს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ხელი უნდა მოეთბოთ ამ რესურსით და შესაძლებლობით. სამწუხაროდ, ჩვენ შედეგის სახით მივიღეთ ის, რომ დედაქალაქი დამახინჯებულია ამ მშენებლობების შედეგად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  კახი კალაძის და თბილისის მერიის ახალი მენეჯმენტის პირობებში ხერხდება ახალი პოლიტიკის შეუქცევადად განხორციელება. მისივე თქმით,  დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება.

„პარლამენტმა გადაწყვიტა ამ პოლიტიკას განსაკუთრებული ძალა მისცეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებით. ეს ცვლილებები  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, სადაც 179 დაუმთავრებელი ობიექტია. ნებისმიერი მასშტაბის და სიდიდის ქალაქისთვის ეს არის დიდი ციფრი, რომლის უკან დგას ათასობით დაზარალებული მოქალაქე და სწორედ, დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოცანა, რომელზეც ჩვენ თბილსის მერიასთან ერთად ვიმუშავეთ და ასევე, იმ დამახინჯებული იერსახის აღმოფხვრა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალიან მძიმე მემკვიდრეობის სახით გვხდება ჩვენს  დედაქალაქში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.