1-02-2018
შიდა ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორიაში ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამის შეხებ არასამთავრობო ორგანიზაციის (,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა") კვლევაშია საუბარი.
მაღალი რისკის შემცველი სკოლების ჩამონათვალში მოხვდა ქალაქ გორის #1 საჯარო სკოლა, გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა.
დაბალი და საშუალოდ რისკის შემცველ ზონაში მოექცა გორის მუნიციპალიტეტის, უფლისციხისა და კარალეთის საჯარო სკოლა.
გარდა საჯარო სკოლებისა, კვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია კერები, სადაც ქიმიური ნარჩენებია განთავსებული.