მას შემდეგ ტურისტი ჯგუფის წევრებს აღარ უნახავთ. ის ასევე არ ყოფილა სასტუმროში, სადაც დაბინავებული იყო.
უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კურორტ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ძებნის პროცესში ჩართულები არიან მოხალისეებიც.
ტურისტს მაშველები უკვცე მოერე დღეა ეძებენ.
შგახსენებთ, რომ გუშინ თეთნულდზე ზვავი 2-ჯერ ჩამოწვა. პირველ ზვავში 4 ჩეხი ტურისტი მოყვა. მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.