გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა კალაძე უგულავას დაპატიმრებაზე: ადამიანურად არ მიხარია

11-02-2020

თბილისის მერი კახა კალაძე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანურად ეს მისთვის სასიხარულო არ ყოფილა.

"საარჩევნო წელი არაფერ შუაშია. თუ ადამიანს აქვს დანმაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში, უწევს პასუხისმგებლობა. ადამიანურად, რატომ უნდა გამიხარდეს, ვიღაცის დაჭერა ან ციხეში შესვლა? ადამიანურად არ მიხარია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთიდაიმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში",- განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, საქმე დახურული არ იყო და სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

pia