გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამშენებლო მასალებით ვაჭრობა ტროტუარზე და ქვეითთა დარღვეული უფლებები რუსთავში

1-02-2018

რუსთავში, XVI მიკრო-რაიონში, მაცხოვრებლები ტროტუარზე  სამშენებლო მასალით ვაჭრობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით,  ტროტუარს, რომელიც ისედაც მოუწესრიგებელია და ნალექიან ამინდში გავლა ჭირს, ემატება ის პრობლემაც, რომ  სამშენებლო მასალით მოვაჭრეები საკუთარ პროდუქტს პირდაპირ ტროტუარზე ჰყიდიან. "ინფო რუსთავი" ქალაქის თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა,  სადაც განუცხადეს,  რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ არაერთხელ მისცეს შენიშვნა სამშენებლო მასალით მოვაჭრეებს,  თუმცა პერიოდულად ისინი მაინც არღვევენ ქვეითთა უფლებებს. აღსანიშნავია, რომ პერიმეტრზე მსგავსი ვითარება უკვე წლებია არსებობს.

"ინფორუსთავი"