გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი კვირიკაშვილი- გიგი უგულავას დაპატიმრებას, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოჰყვეს

11-02-2020

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას, ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებად აფასებს. 

გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაქტი ხელისუფლების მხრიდან, მოსახლების მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმაა, რასაც შესაძლოა 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიმიტაცია მოჰყვეს.

"როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.

ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში - აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური მრწამსი, იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.

ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება," - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

rustavi2