გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11-02-2020

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.


აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის წინ, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა, გასული და მიმდინარე წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა გასული წელი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების კუთხით, როგორიცაა: ბიუჯეტის შესრულება, ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმები.


როგორც აღინიშნა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით სრულდება და არსებობს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის შეფასება, ასევე იქნება წარმატებული.