გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

12-02-2020

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს.

"კომფორტი იმისა, რომ მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური კურსი შეიცვალოს, მე ვფიქრობ, არც მე მაქვს და არც არავის, ვინც პოლიტიკაში ვიყავით და თავისი ახალგაზრდობა იმ რეალობაში იცხოვრა, რომ როდესმე ჩვენ გავხდებით დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ ამ პროცესში ვიყოთ ის ჯარისკაცები, რომლებიც ვიცავდით დემოკრატიულ და დასავლურ არჩევანს მანამდეც,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

რა ფორმით დაბრუნდება ექსპრეზიდენტი პოლიტიკაში - გიორგი მარგველაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონსულტაციებისთვის მზად არის.

rustavi2