გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი იყრის კენჭს

12-02-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა.


ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში სამი კანდიდატი ჩაერთვება. კენჭს ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა და ე.წ ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია იყრიან. დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.  


აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.