გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხისადმი

12-02-2020

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, თუ რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი და საღი პოლიტიკური მიდგომა საკითხისადმი,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციონერთა უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, თუმცა დასავლური პოლიტიკური კულტურის შეთვისების ნიშანწყალიც არ ეტყობათ.

,,საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, თუ რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი და საღი პოლიტიკური მიდგომა საკითხისადმი. მგონი საელჩოებმაც მიახვედრეს, მაქსიმალურად დიპლომატიურად, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წასვლა, მიუხედავად მომხდარისა, კონტრპროდუქტიული ნაბიჯია მათი მხრიდან.ოპოზიციის უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, მაგრამ დასავლური პოლიტიკური კულტურის და ეტიკეტის შეთვისების ნიშანწყალიც არ ეტყობათ, მიუხედავად იმისა რომ დასავლური ორიენტაციის ფლაგმან-ადეპტებად გვევლინებიან.

ახლა მოუწიათ დრო რომ საქმით დაამტკიცონ ეს",-წერს ზაალ ანჯაფარიძე.