გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აგროპროექტის „დანერგე მომავალის“ შესახებ სემინარი ჩატარდა

12-02-2020

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სემინარი აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.


ონის მუნიციპალიტეტიან პროექტში ჩართულია 20 ბენეფიციარი.


ქვეკომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენის მიზნით.


პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს:


1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;


2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.