გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარგველაშვილი: ჩემთვის პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივი მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციაა

13-02-2020

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს იწყებს.

აღნიშნულის შესახებ მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით,  მიიღო გადაწყვეტილება შეეწინაღმდეგოს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. 

"საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო დროს განვითარებული პროცესებით ნათლად აჩვენა ახალი საქართველოსკენ, მათ მიერ წარმოდგენილი საქართველოსკენ მიმავალი გზა და ის კურსი, რომელსაც ისინი იღებენ. ეს არის გზა, როდესაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებით, მათ არ ესაქმებათ საქართველოში, რომ ისინი სუვერენული ქვეყნის ინტერესებში ერევიან, მათ არ აქვთ უფლება, რომ საქართველოს მომავალზე ჰქონდეთ ნათელი პოზიცია, საქართველოს მომავალი ერის ერთპარტიული და ვინმე თუ გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტივობას, მათ წინააღმდეგ იქნება აღძრული საქმეები. ამ საქართველოში არამარტო პოლიტიკოსები არ უნდათ, არამედ ასეთ საქართველოში არც საქართველოს მოქალაქეები არ ჭირდებათ დიდი ოდენობით. გვიჩვენებს გზას, რომ წავიდეთ ემიგრანტებად და იქიდან ნაშოვნი ფულით ვაცხოვროთ ჩვენი ოჯახები. ასეთი პროექტი იმდენად საშინელია და იმდენად ყველა იმ ღირებულებას, რომელისთვისაც მე მიცხოვრია. გადავწყვიტე, რომ ამას შევეწინააღმდეგო. რანაირად შევეწინააღმდეგები, რომელი პარტიის სახით და რა ფორმით, ამაზე კონსულტაციები მექნება. ჩემთვის პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს ერთმანეთთან. მოახერხეს უაღესად რთული პიროვნებების გაერთიანება, კარგად აქვთ დასახული ის მიზნები, რისთვისაც ისინი იბრძვიან და კარგად აწარმოებენ პოლიტიკურ პროცესებს. ნებისმიერი რამე რასაც გადავწყვეტ ორიენტირებული იქნება ამ ფორმატის გასაძლიერებლად და ამ ფორმატის მიზნების მისაღწევად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

pia