გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა

13-02-2020

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. აბაზოვს ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებდნენ.

როგორც „რეგიონულ კვირასთან“ მარნეულის ყოფილი მერი აცხადებს, მის ამ დანაშაულში მონაწილეობას  არცერთი მოწმე არ ადასტურებდა და სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“სასამართლოზე მოწვეულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ჩემი მონაწილეობა ამ დანაშაულში. არც ვიდეო კადრებში ვჩანვარ. მხოლოდ დაზარალებული მადებდა ხელს და იტყუებოდა. მშვიდად ველოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ვიცოდი რომ ნამდვილად არ ვიყავი დამნაშავე. სწორედ დღეს გაიმართა ჩემი ბოლო სასამართლო და რა თქმა უნდა გამამართლებელი განაჩენი გამომიტანეს. ახლა შევუდგები ჩემს საქმიანობას ახალ ამპლუაში”,- აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი.

შეგახსენებთ, რომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

თავდაპირველად გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა. თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მარნეულის ყოფილი მერი გასული წლის ნოემბერში საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

კვირა