გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ „ წითელი ნუსხის“ სახეობა  ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში გაუშვა

13-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ „პოპულაციის აღდგენის მიზნით წითელი ნუსხის“  სახეობა  ნაკადულის 700-მდე კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის  ხეობაში გაუშვა. 


დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის  ფოტო-ვიდეო ხაფანგებს დაამონტაჟა.


2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის  100 000-მდე ლავრაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.


ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.