გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სავალუტო ფონდის მისიამ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა

13-02-2020

„სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო კიდეც. მათი აზრით ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა და 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საპროგრნოზო 4.6 პროცენენტს აჭარბებს. ეს კი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სიციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, მოზომილი და კონსერვატიული სსფ ასეთ შეფასებებს იშვიათად აკეთებს.


„სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო კიდეც. მათი აზრით ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა და 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საპროგრნოზო 4.6 პროცენენტს აჭარბებს. ეს კი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. თუმცა მოგვიწოდა, რომ გავატაროთ „გონივრული“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ინფლაცია ამ წლის ბოლოსათვის სამ პროცენტამდე შევამციროთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები, რომ ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს შოკებისადმი. ეკონომიკის ზრდამ, სსფ-ს პროგნოზით, 2020 წელს 4.3 პროცენტი უნდა შეაგდინოს. ჩემი აზრით, საარჩევნო წელს ამ მაჩვენებლის მიღწევა იქნება ძალიან კარგი. პარტოიებს შორის პოლიტიკურმა ბრძოლამ უნდა იმოქმედოს ეკონომიკის გავითარებაზე",- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი