გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა ხაზარაძე გორელებს ორ ციხეს შორის საბაგიროს გაკეთებას დაპირდა, მაშინ როცა გორში მხოლოდ ერთი ციხეა

13-02-2020

მამუკა ხაზარაძე გორელებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ტურიზმის განვითარებასა და “ორ ციხეს შორის დამაკავშირებლი საბაგიროს” გახსნას დაპირდა, მაშინ, როდესაც, ისტორიულად, გორში მხოლოდ ერთი – „გორის ციხე“ არსებობს. ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტისთვის 3 მილიონი ევროა საჭირო. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გორში “ლელოს” რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გორში ჩამოსული დამთვარიელებელი “გორის ციხიდან“, არა მეორე სამხედრო დანიშნულების ნაგებობაზე, არამედ მე-8 საუკუნის  წმინდა გიორგის სახელობის “გორიჯვრის” ეკლესიაში აღმოჩნდება.

„ავედით გორიჯვარზე, გადმოვიხედეთ. აქაც გორისციხეა. აუცილებელია ეს ორი ციხე დაკავშირდეს საბაგირო გზით. ეს არაა დიდი ინვესტიცია, ესაა დაახლოებით სამი მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციაა. ეს პროექტი, პრაქტიკურად, შეცვლის გორის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. თუ ამას დავამატებთ ჩვენს ახალ მუზეუმს რომელიმე სადგურთან, რომელიც ერთ ციხეს დააკავშირებს მეორესთან, მაშინ ჩვენ მივიღებთ ასეთ რამეს – ადამიანები აქ ჩამოვლენ არა სტალინის მუზეუმის სანახავად, არამედ ნახავენ ორ ციხეს“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კვირა