გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში ევროპაში ყველაზე დიდი მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

13-02-2020

გერმანული ბრენდი “აი სოლარი“ უკვე მესამე წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ახლახანს კი, ქუთაისის თავისუფალ სავაჭრო ზონაში, მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი, ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნა. მისი წლიური მოცულობა 500 მეგავატია. ამჟამად, კომპანიის ჯამური წარმადობა 1 გიგავატს აღემატება და მოიცავს ქარხნებს როგორც ქუთაისსში, ასევე ჩინეთსა და გერმანიაში.

კომპანიის მიზანია, საქმიანობის სპექტრი მუდმივად გააფართოვოს და ამისთვის საქართველო, კონკრეტულად კი ქუთაისის სავაჭრო ზონა, მისთვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან, 70-მდე ქვეყანას,  უმაღლესი ხარისხის მზის პანელები ​ მიეწოდება  და ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად ისახება.

კომპანიას საქართველოში 150 მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული,  სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას გეგმავს.

“„აი სოლარის“ გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს – სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას წარმოაჩენს.  წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით, “აი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზე და წარმოების მოცულობის გაზრდაზე. საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, საკუთარ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს. კომპანია ინტენსიურ ტრენინგებს ატარებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით. საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. საქართველოში  “აი სოლარის”   განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კვირა