გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”: ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი

13-02-2020

საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტში, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად,  ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, რის გამოც „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნას.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა,  რომ საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციაში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რაც შეეხებოდა გიგი უგულავას, 20 ივნისისის საქმეებს და ა.შ. თუმცა, ეს სურვილი სურვილი კომიტეტმა არ გაიზიარა.

„დეკლარაციის თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ მეშვეობით ცდილობდა, ნეგატიური ცვლილებები შესულიყო, რაც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. თავის მხრივ, კომიტეტის მიერ არ იყო მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა და ექვსი ხუთი წინააღმდეგ, დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა. კერძოდ, ის, თითქოს საქართველოში ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. სწორედ ამის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც შეეძლო, ამ დოკუმენტის მიმართ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, ეს ცვლილება თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ჩააგდო“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ქვეყანას ბევრ ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მსგავსი დოკუმენტების ჩავარდა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას.

“ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც გვახსოვს მათი მხრიდან ასეთი საბოტაჟი, თუმცა მაშინ, ვიზალიბერალიზაცია მაინც მივიღეთ. საბედნიეროდ, ეს მიმდინარე საკითხი პრობლემას ვერ შექმნის და ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიხარებს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი ქართული საზოგადოების მიერ შემდეგ შეფასდება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას. ისინი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან. ოღონდ, „ქართული ოცნება“ დააზიანო, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. იქნებ, ეს რამენაირად გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დააზიანონ, რადგან საბოლოო ჯამში, ამით არც „ქართული ოცნება“ ზიანდება და არც ქვეყანა. ისინი ასე იქცევიან და ფაქტი ეს არის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ipress