გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის 3 463 000 ლარი გამოყო

1-02-2018

ქუთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო. ცვლილება საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და განხილვა მიმდინარეობს. ააიპ "ქუთგანათების სერვისი" მერიის გადაწყვეტილებით იქმნება, რომლის ფუნქცია გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. აღნიშნულ სამუშაოებზე გასულ წლებში მერია რამდენჯერმე აცხადებდა ტენდერს, თუმცა მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი მერიამ შეწყვიტა და ააიპის შექმნა გადაწყვიტა. 

მერიის გადაწყვეტილება უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" პროტესტის მიზეზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით,  ნაცვლად იმისა, რომ მერია კონკურენციის და ვაჭრობის მომხრე იყოს და ეხმარებოდეს ბიზნესს განვითარებაში, თავად შედის ბაზარზე და ააიპს ქმნის. ორგანიზიაცია ასევე ირწმუნებოდა, რომ მერიამ ტენდერი გაფრთხილების გარეშე შეაჩერა  და "შესყიდვების შესახებ კანონი" დაარღვია. 

ბრალდებას არ ადასტურებენ  მერიაში და აცხადებენ, რომ ტენდერი პრედედენტების ნახვის შემდეგ შეწყვიტეს. მათივე განმრატებით, კანონი არ დაურღვევიათ.

მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები ძირითადად ტექნიკური საქმიანობისთვის შეირჩევიან და არც მათთვის და არც ააიპის ხელმძღვანელისთვის კონკურსი არ გამოცხადდება და ისინი მერის გადაწყვეტილებით დაინიშნებიან.

newpress