გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა მელია: პატიმრობის განაჩენი თუ იქნება გამოტანილი, გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები

14-02-2020

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ მოსამართლეებს განცხადებით მიმართა.

როგორც მელიამ აღნიშნა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ვეფხია ლომიძემ, ის მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ვეფხია ლომიძემ მე იმ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები იმიტომ არა, რომ არ ვენდობი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ უბრალოდ გავაპროტესტებ სასამართლოს არ არსებობას. ვეფხია ლომიძის მიერ იქნება პატიმრობა გამოტანილი?! მე ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები. არ დავემორჩილები და ეს გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ მაქვს მიღებული. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სასურველი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება,  იქნეს გამოტანილი 10 მარტამდე", - მიმართა მოსამართლეებს ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

12 დეკემბერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

pia