გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გუბაზ სანიკიძე: ზურაბიშვილმა არ იცის რა ხდება ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე დადის

14-02-2020

“საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, არ იცის იმ ქალმა, სხვა პლანეტაზე დადის.”- ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გარძელებაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს:

“სალომე ზურაბიშვილი, თვითონ ამას ვერ მიხვდებოდა. საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, არ იცის იმ ქალმა, სხვა პლანეტაზე დადის. მე ვფიქრობ, რაღაც იმპულსი არის, რომ იქნებ გამოხვიდე და შენ მაინც თქვა, მაგრამ პრეზიდენტის ავტორიტეტი, შუამავლად ახლა, სალომე ზურაბიშვილი სად უნდა იყოს?! ვის და ვის შორის?! ოპოზიცია და ხელისუფლება? ვნახოთ, რა იქნება..”-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გარძელებაში ჩაერთოს:

“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის” – წერს პრეზიდენტი.

ipress