გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტის მერი ონელ სტუდენტებს შეხვდა

14-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად ონელ სტუდენტებს შეხვდა.


შეხვედრას მერის მოადგილე ეკა მაისურაძე,მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მუნიციპალიტეტის მერი სტუდენტებს გასულ წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა და 2020 წელში განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები გააცნო.


ემზარ საბანაძის განცხადებით, თითოეული პროექტი განსაზღვრული და გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, რათა ქალაქში წასულ თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შანსი და უკან დაბრუნების, ასევე საკუთარი ცოდნის მშობლიური ქალაქისთვის გამოყენების სურვილი გაუჩნდეს.


საკრებულოს თავმჯდომარის შუქურა ჯაფარიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უკან დაბრუნება და მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ქალაქის წინსვლის და განვითარების საქმეში.


სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებასთნ დაკავშირებით.


მერიის განათლების,კულტურის,სპორტის,ახალგაზრდობის საქმეთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დაანონსა კონკურსი,რომლის შედეგადაც გამოვლენილი სამი ახალგაზრდული პროექტი ონის მუნიციპალიტეტი მერიის მიერ დაფინანსებული იქნება 2021 წელსში.კონკურსის პირობები დაწვრილებით განთავსდება მერიისა და შესაბამის სამსახურის ვებ.გვერდზე.