გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: მათი დამოკიდებულება არის მარტივი - არის ცუდი ოპოზიცია, სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ

14-02-2020

„არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების და კონგრესმენების საუბრებიდან. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი და ამ სიძლიერეში იგულისხმება ხალხის მხარდაჭერა. მათ იციან, რომ ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ხალხის ძალა, ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი ამ ვითარებაში. შესაბამისად, მათი პოზიცია არის ასეთი, რომ კი, ყველაფერი იციან ოპოზიციის შესახებ, პრორუსული პარტიების შესახებ, განსაკუთრებით, ნაცმოძრაობის შესახებ, იციან მისი წარსულის შესახებ, თუმცა მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს, რომ კი ბატონო, არის ცუდი ოპოზიცია, არის სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ. ცოტა უცნაური მოსასმენია ეს პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ფიქსირდება ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, განცხადებებს შორის, რომელიც სენატორების და ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდება გარკვეული ზღვარია გასავლები.

„არის სხვადასხვა ტიპის განცხადებები და სხვადასხვა ტიპის საფუძველი აქვს ამ განცხადებებს. მათ შორის არის განცხადებები, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ლობისტური არხით. მაგალითად იცით, რომ ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელსაც აქვს პრობლემები თავისი მიზეზით, აქტიურობს ამერიკის კონგრესში, და ისინი არა მარტო წელს, წინა წლებშიც ახდენდნენ დოკუმენტების ინიცირებას ლობისტების მეშვეობით, რომელიც რაღაცნაირად უპირისპირდებოდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა, არის გარკვეული პოზიციები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვა საფუძველი. ვგულისხმობ როგორც კონგრესმენებს, ასევე ევროპარლამენტარებს და ამაში ჩვენ დავრწმუნდით, როცა გვქონდა შეხვედრები კონგრესმენებთან და შემდეგ ევროპარლამენტარებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.