კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
წალკაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

15-02-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორიილია თამარაშვილი,ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენდა ამზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდანდღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო.