გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეოთხე კვარტალში ქვეყნის მასშტაბით უცხოელ ვიზიტორთა 2,1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა

16-02-2020

მიმდინარე წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.1 მილიონი შემოსვლა, რაც 12.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.0 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 62.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 7.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 260.0 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 19.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 8.2 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (371.9 ათასი) სომხეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 18.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.9 პროცენტს შეადგენდა. 2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.5 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6 ღამე) 3.0 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 80.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის IV კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 963.7 ლარი შეადგინა.