გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გუდაურში ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია

17-02-2020

გუდაურში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესი რჩება.

26 წლის ახალგაზრდა მუცლის არესა და ხელშია დაჭრილი და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა. 39 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად გაისროლა - მოკლა 22 წლის ბიჭი და მძიმედ დაჭრა მეორე პირი.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ,ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელი, მოკლული და დაჭრილი მეგობრები იყვნენ.

rustavi2